Monday, September 30, 2013

Wednesday, September 25, 2013

"სამსუნგი" / Samsung





სამსუნგი (სამსუნგ გრუპი) — სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო კონცერნი. შეიქმნა 1938 წელს როგორც შიდა ბაზარზე მომუშავე ნედლეულისა და პროდუქტების კომპანია. კომპანია სამსუნგი ახლანდელმა ხელმძღვანელმა, დამაარსებლის უმცროსმა ვაჟმა, საერთაშორისო არენაზე 1980-იან წლებში გამოიყვანა. სამსუნგში მსოფლიო მასშტაბით 400 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. კომპანია აწარმოებს ავტომობილებს, თვითმფრინავებს, ტექსტილს, ხომალდებს, ქიმიკატებს, ელექტროტექნიკას, მობილურ ტელეფონებს, სასურსათო ნაწარმსა და სხვა. სამხრეთ კორეაში სამსუნგი ფინანსურ საქმიანობასაც ეწევა, აქვს სადაზღვევო კომპანიები. სამხრეთკორეულ ქალაქ სუვონს ხანდახან „სამსუნგ-სითისაც“ უწოდებენ. ქვეყანაში სამსუნგი უმსხვილესი კომპანიაა და საერთო ბიუჯეტის ნახევარს აყალიბებს. კომპანია სამსუნგ ელექთრონიქსი (Samsung Electronics) 1969 წელს დაარსდა, როგორც ფირმა სანიოს ტელევიზორების ამწყობი საამქრო, დღეისათვის კი სამსუნგ გრუპის უმსვილესი წევრი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმძლავრესი საწარმო ელექტროტექნიკის წარმოებაში (3-ე ადგილზეა მსოფლიოში). 2006 წლიდან კომპანიის პროდუქცია „პრემიუმ“ კლასში გადავიდა. კომპანია 58 ქვეყანაშია განლაგებული და 208 000 მუშაკს აერთიანებს. სიტყვა სამსუნგი ჩინურ ენაზე „სამ ვარსკვლავს“ ნიშნავს და სანსინად წარმოითქმის. კორეულად კი ეს სიტყვა ჟღერს როგორც სამსონი და ერთობ გაურკვეველი, არაერთმნიშვნელოვანი ახსნა აქვს: ნათელი გზა ან სწრაფვა უკეთესობისკენ; ქართული დაწერილობა და წარმოთქმა საერთაშორისო ტრანსლიტერაციის ნორმების მიხედვით ხდება. დასახელება თავდაპირველად ჩინური იეროგლიფებით იწერებოდა, რაც სამ ვარსკვლავს ნიშნავს და ალბათ დამფუძნებლის — ლი ბენ-ჩოლის სამ ვაჟიშვილს უნდა გამოხატავდეს. (აქვე უნდა ითქვას, რომ კომპანიას ყველაზე უმცროსი ვაჟი უდგას სათავეში , რაც აღმოსავლური ტრადიციების უხეში დარღვევაა)






ნიკა ვეფხვიაშვილი

"ბარამბო" / Barambo

"ბარამბო" - არის პირველი მსგავსი მასშტაბების და ტექნოლოგიების საკონდიტრო კომპანია ამიერკავკასიის მასშტაბით. შპს “ბარამბო” 2009 წლის 11 მარტს ქართველი ბიზნესმენების მიერ დაარსდა. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების და უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეულის გამოყენებამ, წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას პროდუქციის ხარისხის მსოფლიო წამყვანი ქვეყნების სტანდარტებისთვის მიეღწია. სწორედ პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომხმარებლის მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება არის ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი. კომპანია "ბარამბო" გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ასორტიმენტით: შოკოლადის ფილა, შოკოლადის ბატონი, სხვადასხვა შოკოლადის კანფეტი, ასორტი, კარამელის კანფეტი და სხვა. ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობენ ასორტიმენტის გაზრდაზე, ახალი ტექნოლოგიების შემოღებაზე და მომხმარებლის გემოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე.2011 წლის მარტის თვიდან კომპანიამ დაიწყო ახალი პროდუქტის – ნაყინის წარმოება. ამ შემთხვევაში დანადგარები იტალიურია და სწორედ ამ ქვეყნიდან მოწვეულმა ტექნოლოგებმა გამართეს. 15 დასახელების ნაყინმა გამოჩენისთანავე მოიპოვა პოპულარობა. პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხდება წარმოების ყველა ეტაპზე: მკაცრად კონტროლდება ნედლეულის ხარისხი, მუდმივად ხდება წარმოების პროცესის კონტროლი, გამოშვებული პროდუქცია მოწმდება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ არის სადისტრიბუციო ქსელი. ჩვენი პრიორიტეტია – მომხმარებელმა მიიღოს უმაღლესი ხარისხის და საუკეთესო გემოს ტკბილეული.

კომპანია "ბარამბოს" მიზანია დაიკავოს ლიდერის პოზიცია არა მატრო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის საკონდიტრო ბაზარზე. ამიტომ დაარსების დღიდან გადაწყვეტილი იყო საწარმოს დაეკმაყოფილებინა საერთაშორისო სტანდარტი ISO22000:2005-ს მოთხოვნები, რომელიც ემყარება HACCP–ის პრინციპებს. ეს სტანდარტი მოიცავს წარმოების მთელ ჯაჭვს _ ნედლეულის მიღება და შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლამდე მიწოდება, ამ პროცესის ყველა ეტაპზე კვებითი უსაფრთხოების რისკების კონტროლით. დაარსების პირველივე დღიდან კომპანიამ პრიორიტეტად პროდუქციის ხარისხი დაისახა. ამისათვის დამონტაჟდა მხოლოდ თანამედროვე ევროპული დანადგარები (გერმანული, ბელგიური), გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეული, ქარხანაში მოწვეული არიან უცხოელი ტექნოლოგები, თანამშრომლები გადიან ინტენსიურ ტრეინინგებს ევროპელ სპეციალისტებთან.





მირანდა ბერძენიშვილი

ლუდსახარში "ნატახტარი" / Beer Natakhtari

ლუდსახარში ნატახტარი ლუდსახარში ნატახტარი ლუდსახარში ნატახტარი — სააქციო საზოგადოება ლომისის ლუდსახარში. სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო. მოგვიანებით, 2005 წლის სექტემბერში, სააქციო საზოგადოებამ თიბისი ბანკისა და EBRD-ის ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი. პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, წარმატებული საწარმოს შექმნას ხელს უწყობდა როგორც სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე, ისე ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები. 2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით დაინტერესდა, კომპანია „ეფესი“, რომელმაც ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა. „ეფესი“ მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. კომპანიის განცხადებით, მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის მართვას. ხორციელდება ინვესტიციები საწარმოო ხაზებსა და ლაბორატორიის უახლესი დანადგარებით აღჭურვისათვის. ლუდსახარშ ნატახტარს გააჩნია უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც პროდუქციის მიკრობიოლოგიურ და ჰიგიენურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საწარმოში ტარა იონიზირებული ჰაერითა და ულტრაიისფერი სხივების საშუალებით სუფთავდება. პროდუქციის საშიში მინარევებისაგან დაცვისა და შენახვის ხანგრძლივობის მიზნით პოლიეთილენის ბოთლები დამატებით დამცავი გარსით იფარება. თავად კომპანიის განცხადებით, პროდუქციის ხარისხს უნიკალური თვისებებით გამორჩეული ნედლეული და ტექნიკური პერსონალის დახვეწილი ოსტატობა უზრუნველყოფს. ლუდსახარში ქართული ლუდის ბაზრის 60%-ზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის სამ ბრენდს (ნატახტარი, 3D /ტრიდე/ და ეფესი), სამ ქვებრენდს (ნატახტარი კასრის, ნატახტარი ქარვა და ნატახტარი ექსტრა) და შვიდი დასახელების ლიმონათს. 2008 წლიდან კომპანია „ნატახტარი“ გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორი




                     ანა პერანიძე

Tuesday, September 24, 2013

ქართული ბრენდი ''ბორჯომი'' / Georgian brandy Borjomi






„ბორჯომი“ — ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი ამავე სახელწოდების ქალაქი-კურორტიდან, საქართველოში, რომელიც ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის იმპერიაში, ყოფილ სსრკ-ში და მის გარეთაც. ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8–10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (38-41 °С), რომელიც „გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით. ბორჯომის წყლის კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ მის ფორმირებაში მონაწილეობენ სიღრმისეული მინერალიზებული, თანამედროვე მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლები. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ „ბორჯომი“, წყალბადის იზოტოპების შეფარდებით, კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან.





                                         მარიამ მეგრელიშვილი

ChinaTown








Little Italy